LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს გაუმართლდა: ევრობასკეტის მეტოქეებს უნდა მოვუგოთ

49

გერმანიის ქალაქ მიუნხენში კალათბურთში ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი (საკვალიფიკაციო) ტურნირის წილისყრა ჩატარდა, სადაც 27 ნაკრები ჯგუფებში გადანაწილდა.

საქართველოს ნაკრები F ჯგუფში მოხვდა. ჩვენი მეტოქეები იქნებიან: მონტენეგრო, სლოვაკეთი, ალბანეთი.

ჩვენ ნაკრებს ისეთი გუნდები ამოუვიდა, რომლებთანაც აქამდე თამაშის გამოცდილება ნაკლებად ქონია, მათი სიძლიერე ოფიციალურ შეხვედრებში გამოჩნდება, თუმცა ბუნებრივია საქართველოს მხოლოდ ერთი შედეგი თუ დააკმაყოფილებს: გასვლა ფინალურ ეტაპზე, რაც ამ ჯგუფიდან არათუ გადაუჭრელ ამოცანად არ ჩანს, არამედ ელემენტარული აუცილებლობა ხდება.
მატჩების განრიგი ასეთია:

31 აგვისტო: საქართველ-ალბანეთი
3 სექტემბერი: სლოვაკეთი-საქართველო
7 სექტემბერი: საქართველო-მონტენეგრო
10 სექტემბერი: ალბანეთი-საქართველო
14 სექტემბერი: საქართველო-სლოვაკეთი
17 სექტემბერი: მონტენეგრო-საქართველო

 

საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატი ცნობილია: 27 გუნდი 7 ქვეჯგუფში გადანაწილდა. შეიქმნა 6 ოთხგუნდიანი და 1 სამგუნდიანი ჯგუფი. ჯგუფების გამარჯვებულები, პლუს 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს ევრობასკეტის საგზურს. ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობს 24 გუნდი, რომელთაგან 13 უკვე ცნობილია და შესაბამისად, საკვალიფიკაციო ტურნირში ბრძოლა 11 საგზურისთვის გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატზე უკვე გასულები არიან: ისრაელი, რუმინეთი, თურქეთი, ფინეთი (ევრობასკეტის მასპინძლები), ესპანეთი, ლიტვა (ევრობასკეტის ფინალისტები), საბერძნეთი, ლატვია, ხორვატია, ჩეხეთი, იტალია, საფრანგეთი და სერბეთი (ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის წევრები).

ევრობასკეტი 2017-ის ფინალური ეტაპი ოთხ ქვეყანაში: რუმინეთში, ფინეთში, ისრაელსა და თურქეთში, 31 აგვისტო-17 სექტემბერს ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები