LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს გამაჯანსაღებელი ტურიზმის შესახებ იორდანიაში 3 გადაცემა გავა და მას მილიონობით მაყურებელი ნახავს

72
278480775_348849610619185_3311253702744400772_n

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იორდანის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ტელეკომპანიის Roya TV პოპულარული გადაცემის – Helwa Ya Dona show გადამღებ ჯგუფს მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სატელევიზიო გადაცემებს მოამზადებენ, რომელსაც იორდანიაში მილიონობით მაყურებელი იხილავს.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა აღნიშნა, მათი მიზანია პოტენციური ტურისტული ბაზრების მაქსიმალური დივერსიფიცირება.

„ამჟამად ვმასპინძლობთ იორდანიიდან ერთ-ერთი რეიტინგული ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს, შედეგად 3 გადაცემა მომზადდება საქართველოს გამაჯანსაღებელი და კულტურული ტურიზმის მიმართულებით, რაც დამატებით შესაძლებლობას გვაძლევს იორდანიის ტურისტულ ბაზარზე მათთვის საინტერესო ტურისტული პროდუქტის პოზიციონირება მოვახდინოთ“,- განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

როგორც ფოად ქარშეფი Roya TV-ის წამყვანი განმარტავს, გადაცემა სამოგზაურო სეგმენტს ეთმობა. „პირველად ვარ საქართველოში და ძალიან მომეწონა. აეროპორტიდანვე დავინახე რომ თბილისი ძალიან მოწესრიგებულია. ჩვენი გადაცემა სამოგზაურო სეგმენტს ეთმობა. ძალიან ბევრს ვმოგზაურობთ და ვფიქრობ ჩვენი გადაცემა საქართველოს შესახებ გამორჩეული იქნება მდიდარი შინაარსით. დარწმუნებული ვარ როგორც იორდანიიდან, ასევე მთელი მსოფლიოდან ჩვენი მაყურებელი საქართველოს კარგად გაიცნობს“, – აცხადებს ფოად ქარშეფი.

პრესტურის ფარგლებში, ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფის 4 წევრი თბილისს, მცხეთას, ბორჯომს, ახალციხეს დაათვალიერებენ და გადაიღებენ. მომზადებული გადაცემები საქართველოს კურორტებს, კულტურასა და სამზარეულოს დაეთმობა.

პრესტურის მიზანია, იორდანიაში საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამაღლება, ცნობადობის გაზრდა და ახალი ტურისტული ბაზრებიდან ვიზიტორთა მოზიდვა.

Roya TV-ის სოციალურ ქსელებში Facebook, Instagram, Youtube, Twitter ჯამში 17 მილიონამდე გამომწერი ჰყავს და ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიასაშუალებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები