ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს გადაქცევა საპარლამენტო რესპუბლიკად „ქვეყნის დაქცევა“ იქნება. „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა დღეს განაცხადა, რომ აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს საპრეზიდენტო ინსტიტუტი.
„ჩემი ღრმა რწმენით, და ეს ღრმა რწმენაც დაფუძნებულია რეალობაზე, რომელიც გვაქვს საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში უნდა შენარჩუნდეს საპრეზიდენტო ინსტიტუტი. დღეს ძალიან ბევრი საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო სრულყოფილად უნდა გადაიქცეს საპარლამენტო რესპუბლიკად. ეს იქნება ქვეყნის პრაქტიკულად დაქცევა და სახელმწიფოებრიობის გაუქმება. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.