LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ფოსტამ ბენეფიციარებამდე საქველმოქმედო გზავნილების ტრანსპორტირება უზრუნველყო

76
55

პანდემიის პი­რო­ბებ­ში, განათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად, ემიგრანტ მას­წავ­ლე­ბელ­თა და მოსწავლეთა მხარ­დაჭერის მიზნით, საქართველოს ფოსტამ საქართველოდან საბერძნეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ათენის ვახტანგ მე-6 სახელობის ქართული საკვირაო სკოლისთვის, წიგნების ტრანსპორტირება უზრუნველყო სრულიად უსასყიდლოდ.

ასევე, პანდემიის პირობებში, თანამოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ფოსტა შეუერთდა საბერძნეთის რესპუბლიკაში ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის სოციალური ფონდის პროექტს ,,დაეხმარე თანამემამულეს”, რომელიც მიზნად ისახავს ეტაპობრივად, რეგიონში მცხოვრები სოციალურად გაჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახების მომარაგებას თბილი ტანსაცმლითა და საკვები პროდუქტებით.

საქართველოს ფოსტამ, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ, უზრუნველყო საქველმოქმედო გზავნილების ტრანსპორტირება ბენეფიციარებამდე, საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან საქართველოში, კერძოდ ქალაქ ქუთაისში. აღნიშნული პროექტი გრძელვადიანია და გულისხმობს საქართველოს ფოსტის მიერ გაჭირვებული ოჯახების მხარდაჭერას.

შეგახსენებთ, საქართველოს ფოსტა საქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვისცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. საქართველოს ფოსტა მთელი ქვეყნის მასშტაბით 81 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები