საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტა“ 2, 3 და 4 ოქტომბერს უმასპინძლებს PostEurop-ის რიგით 34-ე პლენარულ სხდომას.
ღონისძიებას 49 ქვეყნიდან, 52 საფოსტო ოპერატორის მაღალი რანგის მენეჯერი დაესწრება. „საქართველოს ფოსტის“ მხარდაჭერით ასევე გაიმართება „ბიზნეს ინოვაციების ფორუმი“, სადაც ევროპის სხვადასხვა კომპანიები წარმოადგენენ საფოსტო ბიზნესთან დაკავშირებულ ინოვაციურ პროდუქტებს, პროექტებს და ხედვებს.
მიმდინარე წელს PostEurop-ის „ბიზნეს ინოვაციების ფორუმზე“ წარმოდგენილი იქნებიან წარმატებული კომპანიები, რომლებიც საქმიანობენ ინტერნეტ ინდუსტრიის, ელექტრონული კომერციის, ხელოვნური ინტელექტის, ავტომატიზაციის და ციფრული რეკლამის სფეროში.
აღნიშნულ ღონისძიებებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება 3 ოქტომბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ (რუსთაველის გამზ. #29, 0114, თბილისი, საქართველო).