LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ეგვიპტეში საქმიანი ვიზიტით იმყოფება

119
New Project (1)

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობს, რომელსაც შარმ ელ შეიხი მასპინძლობს.

მმართველთა ბიზნეს სესიაზე (Governor Business Roundtable) სიტყვით გამოსვლისას მან საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო შესაძლებლობებზე და იმ საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტებზე ისაუბრა, რომლებსაც გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად საქართველო გეგმავს და ახორციელებს.

მინისტრმა წევრი ქვეყნების ინფრასტრუქტურის განვითარებაში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მიერ შეტანილ წვლილს ხაზი გაუსვა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა კვლავ აქტიურად გაგრძელდება.

ცნობისთვის, 2023 წლის აგვისტოს მდგომარეობით, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საკრედიტო პორტფელი საქართველოში 205 მილიონ დოლარს შეადგენს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები