LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა

123
000

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს შეხვდა.

მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

საუბარი ასევე შეეხო ფინანსთა სამინისტროს ფისკალური სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაწეულ მხარდაჭერას.

მინისტრმა ელჩს საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის მიერ გადადგმული ნაბიჯები და ამ მიმართულებით პარტნიორებთან კოორდინაციის მექანიზმებიც გააცნო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები