LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ფეხბურთის ნაკრების წევრები Coca-Cola-ს ბოთლზე გამოჩნდნენ – ახალი დიზაინი EURO U21-სთვის

337
coca (2)

UEFA-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისა და ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად “კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ Coca-Cola-ს ახალი შეფუთვით წარმოება დაიწყო.

როგორც კომპანიაში ამბობენ, რომ Coca-Cola-ს ბოთლზე 21-წლამდელთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ფოტოები განთავსდება.

ახალი ეტიკეტით Coca-Cola-ს პირველი პარტიის წარმოება დღეს დაიწყო და მასზე ხვიჩა კვარაცხელიაა გამოსახული. Coca-Cola-ს ახალი ბოთლები ხვიჩა კვარაცხელიას ეტიკეტით დახლებზე ხვალიდან გამოჩნდება.

ხვალიდან ეტიკეტებზე გიორგი მამარდაშვილის, ზეგიდან კი ზურიკო დავითაშვილის გამოსახულებიანი შეფუთვები დამზადდება. სულ მალე Coca-Cola-ს ბოთლებზე ნაკრების ოცდაორივე ფეხბურთელის ფოტო იქნება გამოსახული.

UEFA-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე წლის 21 ივნისიდან – 8 ივლისი ჩათვლით საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.