LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

179
BeFunky-collage (1)

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქართველმა სპორტსმენებმა – ირმა ხეცურიანმა, ნინა თიბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა ფინალურ შეხვედრაში უკრაინის ნაკრებს ანგარიშით 45:42 სძლიეს და კონტინენტის ჩემპიონატზე ოქროს მედლებს დაეუფლნენ.

აღსანიშნავია, რომ ნინა თიბილაშვილმა თავი ინდივიდუალურ ასპარეზობაშიც გამოიჩინა. ქართველმა ეტლით მოფარიკავემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები