LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები: გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია

39

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ბერძენმა სპეციალისტმა გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად შეკრებაზე ახალგაზრდებსაც უხმო.

ეროვნული გუნდის კანდიდატთა სიაში 17 კალათბურთელია შესული, თუმცა, შესაძლოა, ეს რიცხვი გაიზარდოს.
გაფართოებული შემადგენლობაში ძირითადად ნაკრების გამოცდილი და უცვლელი წევრები მოხვდნენ, ასევე რამოდენიმე ისეთი კალათბურთელი, რომლებსაც სხვადასხვა დროს უთამაშიათ ევროვნულ გუნდში, ან კანდიდატთა შორის იყვნენ. გაფართოებული სიის ერთადერთი მოთამაშე, რომელიც არასდროს ყოფილა ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული, 17 წლის გოგა ბითაძეა. ბითაძე 14-24 ივლისს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონში დაეხმარება, რისი დასრულების შემდეგაც ახალგაზრდა ცენტრი ეროვნულ გუნდს სლოვენიაში შეუერთდება.

უკანა ხაზი: გიორგი ცინცაძე (”ქუთაისი”), მანუჩარ მარკოიშვილი (”დარუშაფაკა”), დუდა სანაძე (”პრიმორსკა”), მაიკლ დიქსონი (”აეკი”),ოთარ ფხაკაძე (”მგზავრები”)

უკანაზახელი/ფორვარდი:ანატოლი ბოისა (”ქუთაისი”), კახა ჯინჭარაძე(”ბათუმი)
ფორვარდები: ლევან ფაცაცია (”დინამო”), თორნიკე შენგელია (”ბასკონია”), ვიქტორ სანიკიძე (”არისი”), ბექა ბურჯანაძე(”ანდორა”), მიხეილ ბერიშვილი (”დინამო”)

ცენტრები:ზაზა ფაჩულია (”გოლდენ სტეიტი”) (C) , გიორგი შერმადინი (”ანდორა”), გიორგი შარაბიძე (”ფენი ინდ.”), გოგა ბითაძე (”მეგა ბიმაქსი”)

ფორვარდი/ცენტრი :ბექა ბექაური (”ქუთაისი”)

წყარო: gbf.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები