LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს ეროვნული ლატარია“ ოპერირებას 17 მარტიდან დაიწყებს

504

კომპანია „საქართველოს ეროვნული ლატარია“ ოპერირებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ეროვნული ლატარია“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ტირაჟიანი ლოტოსა და მომენტალური გათამაშების ლატარიის ბილეთების გაყიდვა მთელი საქართველოს მასშტაბით 17 მარტს დაიწყება, ხოლო ტირაჟიანი ლატარიის პირველი გათამაშება გაიმართება 20 მარტს, ”რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში, 20:45 საათზე.

”საქართველოს ეროვნული ლატარია წარმოდგენილი იქნება ყველასთვის ნაცნობი პროდუქტით ტირაჟიანი ლოტოს 6/36-ის სახით და სამი მომენტალური თამაშით. ტიარჟიანი ლატარიას ,,ლოტო 6/36’’-ის პირველივე გათამაშებისას საწყისი ჯეკპოტი 500 000 ლარი იქნება და ბილეთის ღირებულება ორი ლარს შეადგენს.

„საქართველოს ეროვნული ლატარია“ საზოგადოებას შესთავაზებს მომენტალური გათამაშების სამი კატეგორიის ბილეთს: ,,ოქროს საწმისს’’, ,,შვიდიანს’’ და ,,ფარაონს’’, მაქსიმალური მოგებით 20 000 და 50 000 ლარი. მომენტალური გათამაშების ბილეთების ღირებულება ორი და სამი ლარია. სამივე მომენტალური გათამაშების საპრიზო ფონდის ჯამი უპრეცედენტოა და შეადგენს 16 570 000 ლარს.

მაღალი საპრიზო ფონდით და საინტერესო თამაშების სტრუქტურით „საქართველოს ეროვნული ლატარიის“ მომხმარებლებისთვის იზრდება მოგების შანსი, ხოლო გათამაშების მიმდინარეობა იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე, რაც უპირობოდ უზრუნველყოფს კომპანიის მიმართ ნდობის მაღალ ხარისხს. გათამაშებისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება ეროვნული ლატარიის ვებ-გვერდზე www. Lotto.ge და კომპანიის სოციალურ გვერდზე – facebook/Lotto.ge.საქართველოს ეროვნული ლატარია.

”საქართველოს ეროვნული ლატარიის” მომენტალური გათამაშების ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება მთელი საქართველოს მასშტაბით 1000 -ზე მეტ გაყიდვების წერტილში, ხოლო ტირაჟიანი ლატარია გაიყიდება „საქართველოს ეროვნული ლატარიის“ დაბრენდილ ჯიხურებში, სერვის ცენტრებსა და დიდ სავაჭრო ობიექტებში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები