ხელი მოეწერა საქართველოს ეროვნულ ლატარიასა და „დინამო სოხუმს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც კომპანია კლუბის მიმართ ფინანსური მხარდაჭერის ვალდებულებას იღებს.
საქართველოს ეროვნული ლატარია, ასევე, აქტიურად მონაწილეობს „დინამო სოხუმის“ ბაზაზე საბავშვო საფეხბურთო აკადემიის გახსნის პროცესში.
95-წლიანი ისტორიის კლუბი „დინამო სოხუმი“ საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ის სოხუმში 1925 წელს ჩამოყალიბდა და 1992 წლიდან საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონალური ლიგის პირველობაზე ასპარეზობს.
„დინამო სოხუმში“ თამაშობდნენ ისეთი გამოჩენილი ფეხბურთელები, როგორებიც: არიან ოთარ გაბელაია, თემურ ქეცბაია, რევაზ ძოძუაშვილი და სხვები.
საქართველოს ეროვნული ლატარია აქტიურად ჩაერთვება კლუბის გაძლიერების პროცესში და კომპანია სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში „დინამო სოხუმის“ სხვადასხვა სპორტულ აქტივობას დააფინანსებს.
საქართველოს ეროვნული ლატარია განაგრძობს ახალგაზრდებში ქართული სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობას.
მნიშვნელოვანია, რომ კომპანია სოციალურ პროექტებს ლატარიის მომხმარებლების საშუალებით ახორციელებს – ყოველი გაყიდული ბილეთიდან შემოსული 1 ლარიდან 1 თეთრი სწორედ სოციალურ პროექტებს ხმარდება.