LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს

120
ევრო 2024

ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე პირველად თამაშის აღსანიშნავად საქართველოს ეროვნული ბანკი „ევრო 2024“-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს.

შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო. საკოლექციო მონეტის დიზაინზე ეროვნული ბანკი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად იმუშავებს.

შეგახსენებთ, 2022 წელს ეროვნულმა ბანკმა საქართველოში ევრობასკეტის მასპინძლობასთან დაკავშირებით „ევრობასკეტი 2022“-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები