LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ელჩი უკრაინაში ეპიფანეს ინტრონიზაციას დაესწრო – საელჩო

cms-image-000042479-e1549196395577

კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში, გამართულ მიტროპოლიტ ეპიფანეს ინტრონიზაციის ცერემონიას უკრაინაში საქართველოს ელჩი ესწრებდა. ამის შესახებ ინფორმაციას საელჩო ავრცელებს.

“3 თებერვალს, უკრაინაში საქართველოს ელჩი, გელა დუმბაძე, დაესწრო ქ. კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში, გამართულ მიტროპოლიტ ეპიფანეს ინტრონიზაციის ცერემონიას. ასევე, გელა დუმბაძე დაესწრო საღვთო ლიტურგიის შემდეგ გამართულ საზეიმო მიღებას. ინტრონიზაციის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, უკრაინის ხელისუფლების სხვადასხვა წრეების წარმომადგენლები, უკრაინაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და სხვა მოწვეული სტუმრები”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მიტროპოლიტი ეპიფანე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის ტახტზე აღსაყდრდა.  ცერემონია კიევის წმინდა სოფიას სახელობის კათედრალში გაიმართა.