საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2021 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.3 პროცენტიდან 3.5 პროცენტამდე შეამცირა, – აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის ახალ ანგარიშში წერია.
ამავე ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5.8 პროცენტი იქნება, 2023 წელს კი 5.5-პროცენტიანი ზრდა არის მოსალოდნელი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობას ჯერჯერობით ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არ შეუმცირებია – წელს ხელისუფლება ქვეყნის 4.3-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ელის.