LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები კორეის მცირე და საშუალო ბიზნეს ფედერაციის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდნენ

117
კორეა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, სამხრეთ კორეაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კორეის მცირე და საშუალო ბიზნეს ფედერაციის (FOMEK) თავმჯდომარის მოადგილეს ჰო ჯუნ ლის შეხვდნენ.

შეხვედრაზე საქართველო-კორეის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული ნაბიჯები განიხილეს, მათ შორის, ორი ქვეყნის უწყებებს შორის 2024 წლის თებერვალში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებისა და ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებების დროულად დასრულების მნიშვნელობა.

ითქვა, რომ აღნიშნული შეთანხმების გაფორმება მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება საქართველო-კორეას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების მოცულობის გაზრდისთვის, სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებისთვის.

შეხვედრაზე კორეულ მხარეს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს, ასევე, იმ შესაძლებლობებისა და მექანიზმების შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებულ კომპანიებს სთავაზობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები