LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი უნგრეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

114
სამ

ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი უნგრეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს ლასლო კოვერს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და უნგრეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე (ორმხრივი ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ტურიზმი, სამოქალაქო ავიაცია, საინფორმაციო ტექნოლოგიები) წარიმართა.

ვიცე-პრემიერმა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების მაღალ ხარისხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა მზადაა, განაგრძოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოების პროცესი. მან ასევე ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებზე, რეგიონში არსებულ მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და სხვა დადებით მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე.

დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ისეთ სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომლითაც საქართველოს გავლით, სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული სისტემა, ევროკავშირისას დაუკავშირდება. ითქვა, რომ საქართველო და უნგრეთი, როგორც პროექტის მონაწილე ქვეყნები, ყველაფერს გააკეთებენ, რათა ეს სტრატეგიული პროექტი დროულად განხორციელდეს.