სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2018 წლის თებერვალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,5 პროცენტი, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,9 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის წინასწარი შეფასებითვე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2018 წლის თებერვალში, შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნებოდა დამამუშავებელ მრეწველობაში, სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევაში, უძრავი ქონებით ოპერაციებსა და ვაჭრობაში.