LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეკონომიკის წარმატებას აფერხებს რუსეთის არსებობა ისეთი ფორმით, როგორც დღეს არის, – სოსო ბერიკაშვილი

94
6218c19143238

საქართველოს ეკონომიკის წარმატებას ასევე აფერხებს რუსეთის არსებობა ისეთი ფორმით, როგორც დღეს არის. მაგალითად, ქართული ღვინის 85%-მდე რუსეთში იმიტომ გადის, რომ შედარებით დაბალ ხარისხიანია. ასევე რუსეთი ჩვენთვის ახლოსაა. ვიცით რუსებს როგორ ველაპარაკოთ, ენა ვიცით. ბიზნესმა იცის მომხმარებელს რა სჭირდება და მათთვის ეგაა მთავარი, – ამის შესახებ BMGDRIVE-ში „კავკასიის უნივერსიტეტის” ეკონომიკის სკოლის დეკანმა, სოსო ბერიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენ გვაქვს არჩევანი ვიყოთ რუსეთში და ვყიდოთ დაბალი ხარისხის პროდუქცია, ან მოგვიწევს ბევრი მუშაობა, ხარისხის გაზრდა და პროდუქციის ევროპაში გატანა. „ბევრი ნაბიჯი უნდა იყოს გადადგმული, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს რუსეთზე დამოკიდებულება. არ არის მარტივი პროცესი, თუმცა ქვეყანას ამის გრძელვადიანი სტრატეგია უნდა ჰქონდეს“, – აღნიშნავს სოსო ბერიკაშვილი.

„კავკასიის უნივერსიტეტის” ეკონომიკის სკოლის დეკანი BMGDRIVE-ში საქართველოს ეკონომიკის წარმატებისთვის აუცილებელ სამ გზასაც ასახელებს. მისი თქმით, საჭიროა დამოუკიდებელი სასამართლო, ინსტიტუციური განვითარება და საქართველოს რუსეთზე რაც შეიძლება ნაკლები დამოკიდებულება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები