LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეკონომიკა 18%-ით გაიზარდა – საქსტატი

55
dsc-0003-01

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 18.0 პროცენტი შეადგინა.

მათივე ინფორმაციით, 2022 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, ხელოვნება, გართობა და დასვენება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა და სამთომოპოვებითი მრეწველობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები