LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს დელეგაცია დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებზე ისაუბრებს

56
ირაკლი ჩიქოვანი

„გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ შევძლებთ საერთაშორისო საზოგადოებას ამ შემთხვევაში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასის პოზიტიური შედეგები  წარვუდგინოთ და მართლაც, მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი გეგმები, რომელიც საქართველოს მთავრობას ამ მიმართულებით გააჩნია“, –  ამის შესახებ ევროსაბჭოს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენერლმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს დელეგაცია კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებზე და იმ გეგმებზე ისაუბრებს, რომელიც ქვეყანას ვაქცინაციის თვალსაზრისით აქვს.

როგორც საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, დებატები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დღეს გაიმართება.

მათივე ინფორმაციით, ქართული დელეგაცია  ყურადღებას იმ მთავარ ასპექტებზე  გაამახვილებს, რომელიც  ეროვნული ვაქცინაციის გეგმას ეხება. ასევე ისაუბრებს ეროვნული გეგმით გათვალისწინებულ სამიზნე ჯგუფებზე და იმ პერიოდზე, რომელზეც  ეს ვაქცინაციის გეგმაა გათვლილი.