ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ოთხ წონაში მედლები მოიპოვეს. ოთხი მედალიდან – 2-2 ოქრო და ბრინჯაოა. ახალგაზრდებში კონტინენტის ჩემპიონობა რამაზ სილაგავამ და ლერი აბულაძემ მოიპოვეს, ხოლო ბექა მამუკაშვილი და გიორგი ბარბაქაძე მესამე პრიზიორები გახდნენ.
გერმანიის ქალაქ დორტმუნდში ევროპის ჩემპიონატი 2 ივლისს დასრულდება.