Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
საქართველოს ბელორუსის 140 წამყვანი საწარმო სტუმრობს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბელორუსის 140 წამყვანი საწარმო სტუმრობს

96

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში” 1-4 სექტემბერს, ბელორუსის რესპუბლიკის მასშტაბური ბიზნეს-გამოფენა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას  ბელორუსის რესპუბლიკის 140 წამყვანი საწარმო მიიღებს. მათ შორის იქნებიან მანქანათმშენებლობის, სოფლის მეურნეობის სექტორისა და ნავთობ-ქიმიური მრეწველობის წარმომადგენლები. ასევე, ხისა და სამშენებლო მასალების წარმოება, ჯანდაცვის, სპორტის, ტურიზმის, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის მიმართულებები, სამეცნიერო მიღწევები და საგანმანათლებლო სერვისები, ინფორმაციული ტექნოლოგიები, სამომხმარებლო საქონელი.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ღონისძიება ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთგვარი პლატფორმის როლს შეასრულებს. ნაციონალური გამოფენა წლის განმავლობაში ბელორუსის რესპუბლიკის მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაგეგმილ ღონისძიებებს შორის ყველაზე მასშტაბური იქნება.

ღონისძიების დაგეგმვის პროცესში საქართველოში უკვე იმყოფებოდა სამუშაო ჯგუფი, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს – ნინო ჩიქოვანს შეხვდა. ასევე, საორგანიზაციო საკითხების შესახებ ბელარუსის მხარემ შეხვედრები გამართა საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ ხელმძღვანელობასთან, თბილისის მერიასა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან.

ღონისძიების ორგანიზატორები ბელარუსისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატები არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები