LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბანკმა საქველმოქმედო ფონდების ერთიანი ონლაინ პლატფორმა შექმნა

83

საქართველოს ბანკმა საქველმოქმედო ფონდების ერთიანი ონლაინ პლატფორმა www.donate.ge შექმნა.

როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, აღნიშნული პლატფორმის მეშვეობით, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, ონლაინ რეჟიმში მარტივად გადარიცხოს თანხა, მისთვის სასურველ ფონდში. ”მნიშვნელოვანია, რომ ფონდის ანაგრიშზე ისახება ზუსტად ის თანხა, რასაც მომხმარებლი გადარიცხავს, ანუ მომხმარებლის მიერ გაწეული შესაწირიდან არ იქვითება საკომისიო. შესაბამისად, საქველმოქმედო ფონდები თანხების შეგროვებას საკომისიოს დაქვითვის გარეშე შეძლებენ. პლატფორმაზე donate.ge ასევე თავმოყრილია ინფორმაცია ფონდების საქმიანობის შესახებ. თანხის გადარიცხვა კი მომხმარებელს ნებისმიერი საბანკო ბარათით შეუძლია”, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

მათივე ინფორმაციით, საქველმოქმედო პლატფორმაზე donate.ge გაერთიანებულია საქართველოში მოქმედი ფონდები: WeHelp, „სოლიდარობის ფონდი“, ფონდი „იავნანა“, „დიტო ცინცაძის ფონდი“ და ფონდი „სიცოცხლის ხე“. უახლოეს მომავალში დაემატება  სხვა ფონდებიც.

დამატებითი ინფორმაციისთვის და თანხის გადარიცხვისთვის, იხილეთ: donate.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები