LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს ბანკმა“ Citi-სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

459
საქართველოს-ბანკი

საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დასაფინანსებლად Citi-სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბანკსა და Citi-ს შორის 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების Continuing Agreement for Reimbursement of Trade Advances (“CARTA”)-ს ფარგლებში შედგა და მხარეებს შორის მეცხრე წარმატებულ გარიგებას წარმოადგენს. ფინანსური რესურსი ბანკს შესაძლებლობას მისცემს, კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო პროდუქტები შესთავაზოს.

„ჩვენს სანდო პარტნიორთან – Citi-სთან გაფორმებული შეთანხმება დიდ როლს თამაშობს კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის პროცესში, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ექსპორტისა და იმპორტის ოპერაციებში. ჩვენ Citi-სთან გრძელვადიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს სავაჭრო დაფინანსების მიმართულებით. აღნიშნული ხელშეკრულება კი CARTA-ს ფარგლებში გაფორმებული მეცხრე შეთანხმებაა, რომელიც გვაძლევს უფრო დიდ მოტივაციას და შესაძლებლობას, გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები და შევქმნათ მომხმარებელზე კიდევ უფრო მეტად მორგებული ფინანსური შესაძლებლობები ვაჭრობის დაფინანსების კუთხით. მსურს, მადლობა გადავუხადო Citi-ს წარმატებული თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.

„ჩვენ საქართველოში ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან – საქართველოს ბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს, რომლითაც ძალიან ვამაყობთ. აღნიშნული შეთანხმება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Citi-ს მხრიდან არა მხოლოდ მომხმარებლების ბიზნეს საქმიანობისა და ზრდის ამბიციების, არამედ მთლიანად საქართველოს მიმართ ურყევ და გრძელვადიან მხარდაჭერას“, – აღნიშნავს ემრე უმუთი, Citi-ს ფინანსური ინსტიტუტის გაყიდვების სახაზინო და სავაჭრო გადაწყვეტილებების მიმართულების ხელმძღვანელი შუა აღმოსავლეთსა და აფრიკაში.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები