LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო „Agro, Food, Drink, Tech, Expo 2023“ ჩატარდება

555
New Project (1)

საქართველოს ბანკი აგროსექტორის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, 17-19 ნოემბერს, საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ სოფლის მეურნეობის რიგით 21-ე საერთაშორისო გამოფენა „Agro, Food, Drink, Tech Expo 2023“ გაიმართება.

ღონისძიების მიზანს საქართველოში სოფლის მეურნეობის ინდუსტრიის განვითარება, ადგილობრივი მეწარმეების წახალისება და ტექნოლოგიური სიახლეების ქართულ ბაზარზე დამკვიდრება წარმოადგენს. წელს გამოფენაში 6 ქვეყნიდან 70-მდე კომპანია მიიღებს მონაწილეობას.

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთ სივრცეში გაეცნონ ბაზარზე არსებულ ტექნოლოგიურ სიახლეებს, მომხმარებლებსა და ინვესტორებს წარუდგინონ საკუთარი პროდუქტი, თუ სერვისი და შესაბამისად, გაზარდონ მათი ცნობადობა. ასევე, შეხვდნენ პოტენციურ პარტნიორებს. გამოფენის ფარგლებში დონორი ორგანიზაციების, სახელმწიფო და კერძო სექტორის ჩართულობით, სხვადასხვა თემატური კონფერენცია, ვორქშოფი და B2B შეხვედრა ჩატარდება.

მოწვეულ სპიკერებს შორისაა საქართველოს ბანკის აგროპროექტების განვითარების ხელმძღვანელი ალექსანდრე მელქაძე, რომელიც სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის ინდუსტრიისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობებზე ისაუბრებს.

„გამოფენაზე მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ აგროსფეროში არსებულ შესაძლებლობებს და თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს, ამასთან, შეხვდნენ ახალ ბიზნეს პარტნიორებს და დაამყარონ სტრატეგიული პარტნიორობა. საქართველოს ბანკისთვის სოფლის მეურნეობა და ადგილობრივი მეწარმეების გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ამ კუთხით ჩვენ არაერთი პროდუქტი და სერვისი შევქმენით, რომელზეც ღონისძიების ფარგლებში ვისაუბრებ და მეწარმეებს გავაცნობ, თუ რა სახის მხარდაჭერას ვთავაზობთ.  ჩვენ ამით არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ აგროსექტორის გაძლიერებისკენ მიმართული ინციტიატივების მხარდაჭერას“, – განაცხადა ალექსანდრე მელქაძემ, საქართველოს ბანკის აგროპროექტების განვითარების ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის, გამოფენის პარალელურად, 17–18 ნოემბერს, „ექსპო ჯორჯიაში“ აგრობაზარი გაიმართება, სადაც დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ ქართული ავთენტიკური პროდუქტი შეიძინონ.

საქართველოს ბანკის აგროპროდუქტების შესახებ ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები