ფონდი „სიცოცხლის ხე“ სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად, რიგით მესამე საგრანტო კონკურსს აცხადებს, რომელიც საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
როგორც “ფორტუნას” “საქართველოს ბანკიდან” აცნობეს, საოციალური მეწარმეობის შესახებ საგრანტო კონკურისის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში სოციალური საწარმოების შექმნას და განვითარებას, რომლებიც დადებითად იმოქმედებს სოციალურად აქტუალური საკითხების მოგვარებასა და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაზე.
“გრანტით დაფინანსდება სოციალური საწარმოს იდეა, რომელიც იქნება კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული, კერძოდ, ისეთი პროექტები რომელიც უზრუნველყოფს სოციალურად აქტუალური საკითხის მოგვარებას და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებას. საგრანტო კონკურსში მონაწიელობის მიღება შეუძლიათ, სულ მცირე 2 წევრისაგან შემდგარ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და სხვა შესაბამის დაწესებულებებს, რომლებიც მუშაობენ ან აქვთ სურვილი აკეთონ ბიზნესი და ამასთანავე იზრუნონ სოციალურად მნიშვნელოვან საკითხებზე. მონაწილეთა წევრების ასაკი უნდა აღემატებოდეს 18 წელს,”- განაცხადეს “საქართველოს ბანკში”.
საგრანტო კონკურსის პირობები: თოთოეული გრანტის მოცულობა 50,000 ლარამდე განისაზღვრება; პროექტის იდეა უნდა იყოს მდგრადი და გრძელვადიანი, განვითარებაზე ორიენტირებული; სოციალური საწარმოს ფუნქციონირების დაწყებისთანავე უნდა დასაქმდეს მინიმუმ 1 შშმ პირი; საწარმოს მენეჯმენტის ხელფასი არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი თანხის 10%-ს; საგრანტო პროექტის ფარგლებში დაფინანსება გაიცემა მხოლოდ სოციალური მეწრამეობის შესახებ პროექტებზე.
საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყება 2 აგვისტოს და დასრულდება 2016 წლის 10 ოქტომბერს 18:00 სთ-ზე. კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს, შესაბამისი მიმართულების ექსპერტებით დაკომპლექტებული დამოუკიდებელი ჟიური 2016 წლის ბოლომდე გამოავლენს. გამარჯვებული პროექტების განხორციელებას მონიტორინგს გაუწევს ფონდი „სიცოცხლი ხე“.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის შევსება შეუძლიათ „სიცოცხლის ხის“ ვებ-გვერდზე: www.tree.ge