LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბანკი ხანძრის პრევენციისთვის მილიონ ლარს გამოყოფს

71

საქართველოს ბანკი ერთი მილიონ ლარს გამოყოფს, რომელიც საქართველოს მასშტაბით სტიქიის შედეგად დამწვარი ტერიტორიის აღდგენასა და ხანძრის პრევენციას მოხმარდება.

”ბოლო დღეების განმავლობაში სტიქიიდან გამომდინარე, მართლაც მძიმე დღეები გამოიარა ქვეყანამ. საქართველოს ბანკი მადლობას უხდის თითოეულ ადამიანს, ვინც ჩართული იყო სტიქიასთან ბრძოლაში და სწორედ მათი თავდაუზოგავი ძალისხმევის შედეგია, სტიქიასთან გამკლავება.

ამასთან,  რამდენიმე დღეში მომხმარებლისთვის კვლავ მისაწვდომი იქნება საქართველოს ბანკის „მწვანე ანაბარი“, რომლის ფარგლებშიც 2008 წელს ბორჯომში დამწვარი ტყის ნაწილის აღდგენა მოხდა”, – ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები