ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოს ავიაბაზარს საუდის არაბეთის ავიაკომპანია flyadeal უბრუნდება. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, გასული წლის მსგავსად, flyadeal მიმდინარე წელსაც თბილისის მიმართულებით ფრენებს რიადიდან, ჯედადან და დამამიდან განახორციელებს.
TAV Georgia-ში არსებულ განრიგზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ flyadeal ფრენებს ივნისიდან შემდეგი სიხშირეებით განაახლებს: რიადი-თბილისი-რიადი კვირაში 3 სიხშირე, ჯედა-თბილისი-ჯედა კვირაში 3 სიხშირე და დამამი-თბილისი-დამამი კვირაში 2 სიხშირე.
აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთის ავიაკომპანია flyadeal საქართველოს ავიაბაზარზე გასულ წელს შემოვიდა და ფრენებს მხოლოდ ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ახორციელებდა.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal-ის მფლობელი ავიაკომპანია Saudia. ავიაკომპანიამ ოპერირება 2017 წელს შიდა რეისებით დაიწყო და შემდეგ ფრენის არეალი მეზობელ ქვეყნებში გააფართოვა.
წყარო: avianews.ge