LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს არ აქვს დამოუკიდებელი მექანიზმი სამართალდამცავების ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად – HRW

75

საქართველოს არ გააჩნია დამოუკიდებელი, ეფექტიანი მექანიზმი სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად,- საერთაშორისო ორგანიზაცია HUMAN RIGHTS WATCH ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იწყება გამოძიება, ის მიმდინარეობს ისეთი მუხლებით, რომლებიც მსუბუქ, შეუსაბამო სანქციებს ითვალისწინებს, მაგალითად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და იშვიათად დგება გამამტყუნებელი განაჩენები.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ შესაბამისი ორგანოები მომჩივნებს ხშირად არ ანიჭებენ მსხვერპლის სტატუსს, რაც მათ შესაძლებლობას ართმევს, შეისწავლონ გამოძიების მასალები.

“2016 წლის ნოემბრიდან ამ ანგარიშის მომზადების მომენტამდე ერთ-ერთმა წამყვანმა უფლებადამცველმა ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 25 საჩივარი მიიღო წამებისა და არასათანადო მოპყრობის თაობაზე, რომელთაგან 20 საჩივარი პოლიციის მიერ, ხოლო 5 საჩივარი ციხის პერსონალის მიერ წამებასა და არასათანადო მოპყრობას ეხებოდა.

“2014 წლიდან ამ ანგარიშის მომზადების მომენტამდე პროკურატურამ, სახალხო დამცველის მოთხოვნის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო სავარაუდო წამებისა და არასათანადო მოპყრობის 63 ფაქტზე. ამ გამოძიებებს შედეგად არცერთი სისხლისსამართლებლივი პასუხისმგებლობა არ მოჰყოლია,” – ნათქვამია წერილში.

ანგარიშში ასევე საუბარია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარების შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ 24 საათზე ნაკლებ დროში, ის აზერბაიჯანის სასაზღვრო პოლიციის პატიმრობაში აღმოჩნდა საზღვრის უკანონო გადაკვეთის და სხვა შეთითხნილი ბრალდებებით.

“შესაბამისმა უწყებებმა დროულად დაიწყეს გამოძიება და უარყოფდნენ უსაფრთხოების სამსახურის მონაწილეობას შესაძლო გატაცებაში. მოგვიანებით, მზარდი საერთაშორისო და ადგილობრივი კრიტიკის ფონზე, კონტრდაზვერვის სამსახურის და სასაზღვრო პოლიციის რამდენიმე მაღალჩინოსანს უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდა,” – ნათვქამია ანგარიშში.

ანგარიში საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობამ გაავრცელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები