“ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე მიღებულ კომუნიკეში მოკავშირეებმა დაადასტურეს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ “საქართველო გახდება ნატო-ს წევრი“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
ზალკალიანის თქმით, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს საბოლოო წევრობისთვის.
“საგულისხმოა, რომ კომუნიკეში გაჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პასაჟი, სადაც მოკავშირეები ხაზს უსვამენ საქართველოს სუვერენულ უფლებას აირჩიოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და დაუშვებლად მიიჩნევენ ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევას ამ პროცესში. ზემოაღნიშნული არის ცალსახა გზავნილი, რომ ვერცერთ მესამე ძალას ვერ ექნება ვეტო-ს უფლება საქართველოს გაწევრიანების საკითხზე”, – განაცხადა ზალკალიანმა.