LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპას ესპანეთით იწყებს

82

ხვალ, 7 ოქტომბერს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის პირველობის პირველ შესარჩევ მატჩს ითამაშებს და მეტოქედ არც მეტი არც ნაკლები ესპანეთი ეყოლება.

ალექსანდრე ჩივაძეს 24 ფეხბურთელს უხმო, თუმცა ის ვერ დაიხმარს ორ გამორჩეულ მოთამაშეს – ოთარ კაკაბაძე ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული, ხოლო გიორგი პაპუნაშვილს ტრამვა აწუხებს.

მოკლედ, ჩივაძის კრებული ამჯერად ასეთია:

მეკარეები: ოთო გოშაძე („ქასიმფაშა“), ბექა ქურდაძე („საბურთალო“), ბაჩო მიქავა („ლოკომოტივი“);

მცველები: ლაშა დვალი („დუისბურგი“), გიორგი თევზაძე („დინამო“), დაჩი ცნობილაძე („სამტრედია“), დავით უბილავა („ლოკომოტივი“), გიორგი გადრანი („ჩერნომორეცი“), ჯემალ ტაბიძე („გენტი“), ლევან გეგეჭკორი („შუქურა“), გიორგი ცერცვაძე („ცხინვალი“);

ნახევარმცველები: ავთო ენდელაძე („სამტრედია“), მათე ცინცაძე, საბა ლობჟანიძე, ოთარ კიტეიშვილი (ყველა „დინამო“), გიორგი ხარაიშვილი („საბურთალო“), გიორგი აბურჯანია („ანორთოსისი“), გიორგი გოროზია („სტაბეკი“), გიორგი ერისთავი („დილა“);

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა („ცხინვალი“), ლევან შენგელია („ტუბიზე“), გურამ გოშთელიანი, გიორგი ფანცულაია (ორივე „საბურთალო“), ილია კერძევაძე („შუქურა“)

საქართველოსა და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებების მატჩი 7 ოქტომბერს, 21:00 საათზე დაიწყება.
ბილეთები 7 ოქტომბერს, 11:00 საათიდან „მიხეილ მესხის“ სტადიონის სალაროებში გაიყიდება, ბილეთის ფასი 5 ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები