პოლიტიკური პარტია “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე, ქართველი კლასიკოსი მწერლის გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებას Facebook-ზე ეხმიანება.
როგორც მამუკა ხაზარაძე წერს, გურამ დოჩანაშვილმა ეპოქა შექმნა. მისი შემოქმედება კი საუკუნეებს გაჰყვება.
“ის იყო ადამიანი, რომელმაც შექმნა ეპოქა.
მისი უკვდავი შემოქმედება საუკუნეებს გაყვება. მისი წასვლა სულისშემძვრელი და ტრაგიკულია. დღეს დოჩანაშვილის დიდი ეპოქა დამთავრდა…
ის იყო ჩემი მეგობარი და მოუშუშებელი იარა დატოვა, როგორც ჩემს ისე ყველა ქართველის გულში..
საქართველოს აღარ ჰყავს კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”, – წერს მამუკა ხაზარაძე.