LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადმა პანდემიამდელ ნიშნულს 9%-ით გადააჭარბა

135
ავია

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადმა პანდემიამდელ ნიშნულს 9%-ით გადააჭარბა. აღნიშნულ პერიოდში საქართველოს აეროპორტები 4 529 466 მგზავრს მოემსახურა, რაც 37%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობას.

„საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია პირდაპირი რეისების სტიმულირება. ამიტომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად მუშაობს პარტნიორ ავიაკომპანიებთან, რათა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებიდან მეტი პირდაპირი რეისი დაინიშნოს და სიხშირეები გაიზარდოს. სწორედ წარმატებული მოლაპარაკებების შედეგია, რომ დღეს გვაქვს პოზიტიური მაჩვენებელი ავიაციაში მგზავრთნაკადის აღდგენის კუთხით,“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი მგზავრთნაკადის ზრდას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, საიდანაც ევროპაში პირდაპირი რეისები 30-მდე მიმართულებით ხორციელდება. მისი თქმით, საამაყოა, რომ აღნიშნულმა აეროპორტმა მიმდინარე წელს მილიონ მგზავრს პირველად გადააჭარბა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები