Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ზვიად გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ზვიად გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

1545670890-1510132836

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ზვიად გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „საქართველოს პირველი პრეზიდენტის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის საქმეზე მრავალწლიანი უშედეგო გამოძიება დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს მართლმსაჯულების სისტემას“.

ასოციაცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თხოვნით მიმართავს, დროულად მოახდინოს იმ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა, რომელიც შეეხება დაზარალებულად ცნობილი პირისთვის საქმის მასალების გადაცემის უფლებას.

„სოლიდარული ვართ პრეზიდენტ გამსახურდიას ოჯახის წევრთა მოთხოვნის მიმართ – არ შეწყდეს გამოძიება აღნიშნულ საქმეზე. პოზიტიურად მიგვაჩნია საქართველოს პარლამენტს ინიციატივა დაჩქარებული წესით მოახდინოს ამ კატეგორიის დანაშაულებთან მიმართებით ხანდაზმულობის ვადის ისეთი დარეგულირება, რომელიც შესაძლებელს გახდის საქმეზე გაგრძელდეს და გონივრულ დასასრულამდე მივიდეს გამოძიების პროცესი.

აქვე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვთხოვთ დროულად მოახდინოს იმ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა, რომელიც შეეხება დაზარალებულად ცნობილი პირისთვის საქმის მასალების გადაცემის უფლებას.

ამასთან, საქართველოს პროკურატურას მოვუწოდებთ, მიუხედავად დიდი დროის გასვლით შექმნილი სირთულეებისა, საქმეზე ჩაატაროს ეფექტიანი და ყოვლისმომცველი გამოძიება, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რათა ამ საქმესთან დაკავშირებულ ყველა ღია კითხვას გაეცეს შესაბამისი პასუხი.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გამოთქვამს მზადყოფნას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ სამართლებრივი ინსტრუმენტის შემუშავებაში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებას“,- აღნიშნულია ადვოკატთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები