საქართველოს 42 სკოლაში სწავლა შეწყდა. განათლების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის განმარტებით, მიზეზი უამინდობაა.
”მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო გართულდა იმ რაიონებში ელექტროენერგიის მიწოდება, რაზეც დამოკიდებულია სკოლის გათბობის სისტემა, შესაბამისად, სკოლებმა მიიღეს გადაწყვეტილება ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენამდე, სასწავლო პროცესი დროებით შეეწყვიტათ”, – განაცხადა ლია გიგაურმა.