ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2019 წლის იანვარ–მარტში გაცემულია 2052 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0,2 პროცენტით ნაკლები) 1378,1 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7,8 პროცენტით მეტი).
ნებართვების 71,6 პროცენტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 50,0 პროცენტი ქ. თბილისზე, 11,1 პროცენტი – აჭარის ა.რ.-ზე და 10,5 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე ნაწილდება.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის იანვარ–მარტში ნებართვები გაიცა: მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა კატეგორიის შენობა – ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით არის წარმოდგენილი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.
დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 40,5 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12,6 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, ხოლო 7,9 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.
2019 წლის იანვარ–მარტში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა სულ 624,4 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 59,9 პროცენტით მეტი) 619 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 14,2 პროცენტით მეტი).
ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.