საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიჯი 12:8 დაამარცხა. ფიჯი, მატჩის განმავლობაში, საქართველოს ნაკრებს 0:8 ამარცხებდა, თუმცა ქართველმა მორაგბეებმა თამაშში გარდატეხის შეტანა შეძლეს. მათ ბურთზე კონტროლი დაამყარეს და საბოლოოდ, მეტოქე 12:8 დაამარცხეს.
საქართველო და ფიჯი ეთმანეთს მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალურ მატჩში შეხვდნენ.