2022 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 739,7 ათასი ტონა, რაც 23,6 ათასი ტონით ანუ 3,3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (716,1 ათასი ტონა) შედარებით – ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
კავშირის ინფორმაციით, 2022 წლის 8 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 375,5 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 364,2 ათასი ტონა.
“კატეგორიების მიხედვით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი – 228,6 ათასი ტონა (60,9%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი – 137,6 ათასი ტონა (36,6%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი – 9,3 ათასი ტონა (2,5%).
მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 335,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 45,3%-ს შეადგენს.
რუსეთის გარდა საწვავის იმპორტი შემდეგი ქვეყნებიდან ხორციელდება:
რუმინეთი – 176,5 ათასი ტონა – 23,9%;
ბულგარეთი – 87,9 ათასი ტონა – 11,9%;
თურქმენეთი – 68,4 ათასი ტონა – 9,2%;
აზერბაიჯანი – 55,3 ათასი ტონა – 7,5%;
თურქეთი – 7,6 ათასი ტონა – 1%,
საბერძნეთი – 4,7 ათასი ტონა – 0,6%,
ყაზახეთი – 1,8 ათასი ტონა – 0,2% და სხვა”, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.