„არასწრულწოვნებთან დაკავშირებით გახმაურებულმა საქმეებმა ბევრი პრობლემა გამოკვეთა. პირველ რიგში ეს არის სახელმწიფოს სისტემური პრობლემა“,- ამის შესახებ ქობულეთში 14 წლის გოგონაზე შესაძლო სექსუალური ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ, ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის ანალიტიკოსმა გვანცა საკანელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფოსთვის არ არის პრიორიტეტული ამ მიმართულებით მუშაობა და ის საკმაოდ დაბალი სტანდარტით ეკიდება არასრულწლოვანთა უფლებების დაცვას. ანალიტიკოსი თვლის, რომ ამ მიმართულებით კომპლექსურად რამდენიმე უწყების ხარვეზი ვლინდება.
როგორც საიას წარმომადგენელი ამბობს, სახელმწიფომ არასრულწლოვნების მხარდაჭერის და დაცვის სპეციალური მიდგომები უნდა შეცვალოს.
ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ გამოძიების ფარგლებში ყველა შესაძლო ორგანოს/თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა უნდა იყოს შესწავლილი.
სისტემური უმოქმედობა და ინსტიტუტების დანაშაულებრივი გულგრილობა - NGO-ები 14 წლის მოზარდის თვითმკვლელობას ეხმაურებიან
შეგახსენებთ, ქობულეთში, 14 წლის ბავშვთან სექსუალური კავშირის დამყარებაში ბრალდებულ მამაკაცს პროკურატურამ ბრალი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც წარუდგინა.
არასამთვრობო ორგანიზაციები არასრულწლოვნის გარდაცვალების საქმეს ეხმაურებიან და სახელმწიფო უწყებებს მომხდარის დროულად გამოიძიებისკენ მოუწოდებენ.
ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ გამოძიების ფარგლებში ყველა შესაძლო ორგანოს/თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა უნდა იყოს შესწავლილი, მათ შორის, ვისაც მსხვერპლის მიმართ მხარდაჭერისა და მის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე გამოძიების წარმოების ვალდებულება ჰქონდა.