LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ შეძლო, გაენახევრებინა უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი – მსოფლიო ბანკი

35
სიღარიბე

რა გზა განვლეს საქართველომ და მსოფლიო ბანკმა ერთად 30 წლის მანძილზე – ამ თემაზე მსოფლიო ბანკი ვიდეორგოლს ავრცელებს. ვიდეოში მსოფლიო ბანკისა და საქართველოს ყოფილი და მოქმედი წარმომადგენლები მოგვითხრობენ იმ ტრანსფორმაციული პროგრესის შესახებ, რომელიც ქვეყანამ უამრავი გამოწვევის გადალახვის შედეგად განიცადა. ასევე, იმაზე, თუ რა როლი შეასრულა საქართველოს განვითარების გზაზე მსოფლიო ბანკმა.

სიღარიბის დაძლევის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მსოფლიო ბანკი ამ მიმართულებით საქართველოში შეცვლილ სიტუაციაზე წერს და აღნიშნავს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ქვეყანამ შეძლო, გაენახევრებინა უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი, რომელიც 2010 წელს არსებული 37.3%-დან 2021 წელს 17.5%-მდე შემცირდა.

მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსი საქართველოში მის პირველ ვიზიტს იხსენებს და აღნიშნავს, რომ ის მისი პირველი მოგზაურობა საქართველოში შატილს უკავშირდება, რომელმაც მასზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები