LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ მიმართა „რემდესივირის“ მწარმოებელ „გილეადს“, რომ გათვალისწინებული იყოს ჩვენთვის წამლის მოწოდება: გამყრელიძე

81
61B3F7C4-FEA2-45DF-B05C-51C12DB2C5F3-w1200-r1

ერთი თვეა, საქართველომ მიმართა „რემდესივირის“ მწარმოებელ „გილეადს“, რომ გათვალისწინებული იყოს ჩვენთვის წამლის მოწოდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. ამასთან,  ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ პრეპარატი „რემდესივირი“ კორონავირუსის ყველა შემთხვევის დროს არ გამოიყენება.

„ამ წამალს აწარმოებს ჩვენი ძალიან კარგი პარტნიორი „გილეადი“, რომელიც ჩვენთან თანამშრომლობს და გვეხმარება ჰეპატიტის წინააღმდეგ წარმატებულ პროგრამაში. ეს წამალი არის 2015 ში შექმნილი, ებოლას ეპიდემიის დროს, ანტივირუსული წამალია.

ამ დღეებში, ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტომ მისცა დასტური, რომ ის შეიძლება იყოს გამოყენებული მძიმე შემთხვევებისთვის.

იმედია, რომ ჩვენ გვექნება. მაგრამ ეს არ ინიშნება ყველა შემთხვევაში. მას აქვს თავისი ჩვენებები და არის ამერიკის წამლის სააგენტოს რეკომენდაციები, როდესაც უნდა დაინიშნოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ექსპერიმენტულ, ანტივირუსულ პრეპარატ „რემდესივირს“ „კოვიდ 19“-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ, გადაუდებელი საჭიროებისას გამოყენებაზე ავტორიზაცია მიანიჭა. ადმინისტრაციის განცხადების მიხედვით, პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში, იმ შემთხვევაში, თუ მათ ვირუსის მძიმე ფორმა აქვთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები