LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ ისევ არ იცის, როდის გადმოასვენებენ ტატუნაშვილის ცხედარს

36

სამწუხაროდ, არ გვაქვს თარიღი თუ როდის მოხდება არჩილი ტატუნაშვილის გადმოსვენება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან ერთად, საკითხზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.~

“სამწუხაროდ, არ გვაქვს თარიღი, თუ როდის მოხდება ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება ოჯახისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან ერთად მუშაობას, რათა ეს პროცესი მალე დასრულდეს, გახდეს შესაძლებელი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება და შემდგომი რეაგირება“, – განუცხადა დღეს ჟურნალისტებს მიხეილ ჯანელიძემ.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები