LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ „ინტერ რაოს“ სარჩელთან დაკავშირებით სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

71
1617014190-თურნავა-ნათია

ნათია თურნავას განცხადებით, იუსტიციის სამინისტრომ ენერგოკომპანია „ინტერ რაოს“ სარჩელთან დაკავშირებით სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, კომპანიის მოთხოვნა ტარიფების მეტად გაზრდასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და ამ პოზიციაზე მყარად დგანან. თურნავას კომენტარს 1tv.ge ავრცელებს.

„მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო არბირტრაჟმა ნაწილობრივ გაიზიარა „ინტერ რაოს“ პოზიციები და 200 მილიონის ნაცვლად 80 მილიონის გადახდაზეა საუბარი, ჩვენ მაშინაც ვთვლიდით და ახლაც ასე მიგვაჩნია, არ გავზარდოთ ტარიფები მომხმარებლისთვის, მათ შორის არ გავზარდოთ გადასახდელი ტარიფები მოსახლეობისთვის. ტარიფი დგინდება დამოუკიდებელი მარეგულირებლის, სემეკ-ის მიერ ძალიან გამჭვირვალე მეთოდოლოგიზე დაყრდნობით. ის მოთხოვნა, რომ ტარიფები უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო, არის უსაფუძვლო“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, რუსულმა ენერგეტიკულმა კომპანია „ინტერ რაომ” საქართველოს საარბიტრაჟო დავა მოუგო. რუსული მედიის ინფორმაციით, სტოკჰოლმის არბიტრაჟმა ქართულ მხარეს რუსული კომპანიისთვის 80 მლნ დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

ქვეყანას 80 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს: საქართველომ რუსულ Inter Rao-სთან საარბიტრაჟო დავა წააგო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები