LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ ევროპაზე პირველი მატჩი ფავორიტთან წააგო

16

ბარსელონაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო წყალბურთში. საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი გამართა. ჩვენი გუნდის მეტოქე ტურნირის ერთ-ერთი უთავრესი ფავორიტი, უნგრეთის ნაკრები იყო.

მატჩი ქართველებმა აქტიურად დაიწყეს და ანგარიშიც გახსნეს, თუმცა პირველ შესვენებამდე უნგრელებმა ამას სამი გოლით უპასუხეს.

მეორე პერიოდში, როდესაც ანგარიში 4:2 იყო, საქართველოს ჩამორჩენის მინიმუმამდე შემცირების შანსი მიეცა, თუმცა ხუთმეტრიანი საჯარიმო უნგრელთა მეკარემ მოიგერია. ამის შემდეგ გუნდებმა კიდევ თითო გოლი გაცვალეს და მეორე შესვენებაზე ანგარიშით 5:3 გავიდნენ.

მესამე პერიოდში ჩვენი გუნდი კიდევ რამდენჯერმე იყო ახლოს ანგარიშის მინიმუმამდე შემცირებასთან, თუმცა უნგრელთა გამოცდილებამ მაინც გადაწონა და ბოლოსწინა მეოთხედი ანგარიშით 8:5 დასრულდა.

გადამწყვეტ პერიოდში უნგრელებმა ზეწოლას უმატეს და საბოლოოდ ეს მატჩი ანგარიშით 11:5 მოიგეს.

მომდევნო მატჩს საქართველოს გერმანიის წინააღმდეგ 18 ივლისს გამართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები