საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ერთა თასის გათამაშების მესამე ტურის მატჩი ესპანეთის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 38:7 გაიმარჯვა.
“ბორჯღალოსნებს” ანგარიშის გახსნა უკვე მე-3 წუთისთვის შეეძლოთ: მერაბ კვირიკაშვილმა მოედნის ცენტრში მეტოქის ხაზი გაჭრა და ბურთი 22-მეტრიან ხაზამდე მიიტანა. დაინიშნა ჯარიმა, რომელიც თავად “მეკომ” დაარტყა, თუმცა არაზუსტად.
ამის შემდეგ ქართველებმა მეტოქე აღარ ამოასუნთქეს. ყველაფერი მე-14 წუთზე საჯარიმო ლელოთი და კვირკაშვილის გარდასხვით დასრულდა – 7:0. მანამდე მსაჯმა ესპანელებს მოთამაშე გაუძევა.
მე-20 წუთისთვის ესპანელებმა ანგარიშის გათანაბრება შეტევაში დაშვებული ჩვენივე შეცდომის შემდეგ შეძლეს – 7:7
26-ე წუთისთვის “ბორჯღალოსნები” კვალვ წინ გავიდნენ – “მეკომ” ბურთი ფეხით გიორგი აფციაურს შეუგორა, მაგრამ მეტოქემ ლელო წესების დარღვევით აირიდა. საბოლოოდ მსაჯმა საჯარიმო ლელო ჩათვალა, კვირკაშვილმა კი გარდასახა – 14:7.
31-ე წუთზე ლელო თამაშიდანაც დავდეთ. მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ალექსანდრე თოდუამ დადო, “მეკომ” კი გარდასახა – 21:7.
შესვენებამდე დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.
მეორე ტაიმი ესპანელებმა აქტიურად დაიწყეს და ერთ ეპიზოდში მეორე ლელოს დადებასთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ კვირიკაშვილმა შეუშალა ხელი.
52-ე წუთისთვის კი “მეკომ” თავად დადო ლელო და “ბორჯღალოსნებს” ბონუს-ქულა გაუნაღდა. კვირკაშვილმა რთული ადგილიდან ვერ გარდასახა – 26:7.
55-ე წუთზე მეხუთე ლელო გიორგი ნემსაძის გარღვევას მოჰყვა, რომელიც თამაზ მჭედლიძემ დააგვირგვინა. “მეკომ” გარდასახა – 33:7.
66-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა დავით კაჭარავამ ლელოთი მას შემდეგ გაზარდა, რაც მეტოქემ ბურთის ამოტანისას შეცდომა დაუშვა. ლაშა მალაღურაძემ რთული პოზიციიდან ვერ გარდასახა – 38:7.
დარჩენილ დროში ანგარიში არარ შეცვლილა.
ქართველი მორაგბეები სამი მატჩიდან სამი გამარჯვებით ჯგუფში წაუგებლად ლიდერობენ.