LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველომ დიდი ხანია გადაწყვიტა, რომ მისი ადგილი ევროკავშირშია, ეს ქვეყნის და მისი მოსახლეობის ისტორიული არჩევანია” – პაველ ჰერჩინსკი

153
პაველ ჰერჩინსკი

საქართველომ დიდი ხანია გადაწყვიტა, რომ მისი ადგილი ევროკავშირშია, ეს ქვეყნის და მისი მოსახლეობის ისტორიული არჩევანია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„73 წლის წინ ევროპულმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს თავიანთი უთანხმოებები დაევიწყებინათ და ძალები დიდი სიკეთისთვის გაეერთიანებინათ. დღეს აღვნიშნავთ ევროკავშირის, როგორც სამშვიდობო პროექტის მუდმივ ღირებულებას, მრავალფეროვნებაში, ერთიანი, ყველა წევრი სახელმწიფოს წარმატებული ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის მაგალითს.

ზუსტად ამას, მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას, კეთილდღეობისა და ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფას, ადამიანის უფლებების დაცვას და ჩვენი წევრი ქვეყნების მრავალფეროვნების წარმოჩენას იცავს ევროკავშირი.

ეს ის ღირებულებებია, რომლებიც საქართველოსა და ევროპას აკავშირებს. საქართველომ დიდი ხანია გადაწყვიტა, რომ მისი ადგილი ევროკავშირშია. ეს საქართველოს და საქართველოს მოსახლეობის ისტორიული არჩევანია. ამ მისწრაფებას ევროკავშირმა უპასუხა და ჩვენმა ლიდერებმა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება გადაწყვიტეს. ევროკავშირმა ასევე გამოაცხადა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მზაობა მას შემდეგ, რაც ძირითადი პრიორიტეტები შესრულდება. ეს იყო იყო ისტორიული გადაწყვეტილება და უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს მიეცა”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები