LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ ბრაზილია გაანადგურა

25

მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი ოფში იტალიის ნაკრებთნ დამარცხების შემდეგ საქართველოს ვეტერანთა ნაკრებმა საკვალიფიკაციო რაუნდში გადაინაცვლა და ბრაზილიას ეთამაშა. მატჩი ქართველების სრული უპირატესობით წარიმართა და ჩვენების გამარჯვებით – 101:66 დასრულდა.

საქართველოს ნაკრებში 27 ქულით ბომბარდირი გახდა გია სანაძე, რომელმაც ბრაზილიელებს 7 სამქულიანი ჩაუგდო. 16 ქულით გამოირჩა ალექსანდრე ფერიაშვილი, 15 დაუგროვდა ლევან წულაიას, ხოლო ზაზა ღონღაძემ ჩვენს ნაკრებს 10 ქულა მიაშველა.

საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე იტალიის მეორე ნაკრები იქნება. მატჩი დღეს იტალიის ქალაქ მონტეკატინიში გაიმართება, სადაც უკვე 1 კვირაა, რაც მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები