LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ ამერიკას აჯობა: ტესტები რთული გამარჯვებით დავასრულეთ

21

საქართველო აშშ-ს რაღაცაში მაინც ჯობნის. აბა სად პატარა საქართველო და სად უზარმაზარი ძლევამოსილი აშშ, მაგრამ რაგბი ის თამაშია, ამხელა სხვაობას არად დაგიდევთ, ხოლო ჩვენი ბორჯღალოსნები ისეთები არიან, ბოლომდე შეაკვდებიან ნებისმიერ მეტოქეს. თუმცა ზედმეტიც არ მოგვივიდეს, სიმართლე უნდა ითქვას, მეორე ტაიმში სტუმრებმა გვაჯობეს, შეცდომებიც გვქონდა და გამარჯვება რთულად მოვიპოვეთ. არადა, საქართველოსგან უკვე ისეთებს ვითხოვთ… მიგვაჩვიეს და ჩვენი რა ბრალია…

 

საქართველოს ნაკრებმა წლის ბოლო მატჩში ამერიკის შეერთებული შტატების გუნდი 21:20 დაამარცხა. პირველი ტაიმი ჩვენებმა 21:12 მოიგეს. მეორე ნახევარში სტუმრებმა ერთი ჯარიმა ზუსტად შეასრულეს, შემდეგ კი შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ლელო დადეს, თუმცა კიდედან გარდასახვა ზუსტად ვერ შეასრულეს და მინიმალური ანგარიშით ამიტომაც მოვიგეთ.

ანგარიში მეხუთე წუთზე ამერიკელებმა გახსნეს, თუმცა გარდასახვა ვერ გამოიყენეს და 5:0 დაწინაურდნენ. მეთექვსმეტე წუთზე კი მსაჯმა ბორჯღალოსნების სასარგებლოდ ტექნიკური ლელო დააფიქსირა და საქართველო წინ გავიდა – 7:5.

23-ე წუთზე ამერიკელებმა კვლავ შეძლეს ლელოს დადება, თმცა ამჯერად გარდასახვაც გამოიყენეს და 7:12 წინ გავიდნენ.

ამერიკელთა ლელოს კვლავ ლელოთივე უპასუხა საქართველოს ნაკრებმა. 26-ე წუთზე ლევან ჩილაჩავამ აშშ დაალელოვა, სოსო მათიაშვილმა კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა – 14:12.

ტაიმის მიწურულს ჯაბა ბრეგაძემ ამერიკელებს მესამე ლელო დაუდო, მათიაშვილი ამჯერადაც ზუსტი აღმოჩნდა და პირველი ტაიმის ანგარიში 21:12 საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა

მე-60 წუთზე საქართველოს კარში ჯარიმა დაინიშნა, ამერიკელმა მორაგბეებმა კი ზუსტად გარდასახეს – 21:15.

76-ე წუთზე ამერიკელებმა კიდევ ერთი ლელოს დადება შეზლეს, თუმცა გარდასახვა კვლავ ვერ გაიტანეს – 21:20.

მატჩის ბოლო წუთები განსაკუთრებით დაძაბულ ვითარებაში წარიმართა, თუმცა გელა აფრასიძემ აუტში გადააგდო და საქართველოს ნაკრებმა მინიმალური სხვაობით 21:0 მოიგო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები