LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან წასული მირანდა ბაღათურია: „იმდენად მძიმე, რომ მომიწია ტაიმაუტის აღება ამ პროფესიაში.. ჩვენ ქუჩაში, ჩვენი მიკროფონებით, შესაძლებელია ისევ გავხდეთ ძალადობის მსხვერპლი“

492
BeFunky-collage (26)

ჟურნალისტმა მირანდა ბაღათურიამ საქართველო დატოვა და ემიგრაციაში წავიდა. 5 ივლისის მოვლენებიდან 1 წლისთავზე, ჟურნალისტი ამბობს, რომ პროფესიაში ტაიმაუტის აღების მიზეზი, სწორედ 5 ივლისი გახდა.

ვიდეო: „5 ივლისი შერჩათ“ – რას ჰყვებიან დაზარალებული ჟურნალისტები 5 ივლისის მოვლენებიდან 1 წლისთავზე

„ძალიან მძიმე წელი იყო ჩემთვის, იმდენად მძიმე, რომ მომიწია ტაიმაუტის აღება ამ პროფესიაში, მძიმე წელი იყო იმიტომ, რომ ლექსო აღარ არ არის ცოცხალი და მძიმე წელი იყო იმიტომ, რომ 1 წლის თავზე, ჩვენ, ყველა იმ ადამიანებს, ვინც ვასრულებდით პროფესიულ მოვალეობას, გაგვიჩნდა დაუცველობის განცდა, იმის განცდა, რომ ჩვენ ქუჩაში, ჩვენი მიკროფონებით შესაძლებელია ისევ გავხდეთ ძალადობის მსხვერპლი“, – ამბობს მირანდა ბაღათურია.

მირანდა ბაღათურია „თბილისი პრაიდის“ დროს დაკავებულ მოძალადეებს: ერთხელ მაინც გინანიათ რაც ჩაიდინეთ? ჩემგან და ლექსოსგან იცავდით ამ ქვეყანას?

ზუსტად ერთი წლის წინ, 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე, სადაც ღირსების მარში იყო დაგეგმილი, პრორუსულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა დააორგანიზეს ძალადობა — აქტივისტების ოფისები დაარბიეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ 50-ზე მეტ ჟურნალისტს. ნაცემი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.

5 ივლისს ძალადობის ფაქტზე “თბილისი პრაიდის” სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად მიიღო – GDI

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები